თავში

მესამე ტალღა პრაქტიკულად დაწყებულია - ენდელაძე

მესამე ტალღა პრაქტიკულად დაწყებულია - ენდელაძე
მესამე ტალღა პრაქტიკულად დაწყებულია - ენდელაძე

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს, რადგან პაციენტების რაოდენობა იმატებს, - ამის შესახებ Report.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ქვეყანაში ინფიცირების მესამე ტალღა პრაქტიკულად დაწყებულია. 

"ლოკალური შეზღუდვები ისედაც იქნება, თუმცა სხვა დანარჩენი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მესამე ტალღას, პრაქტიკულად დაწყებულია, რადგან სამწუხაროდ თითქმის ისეთივე აპრილის თვე დადგა, როგორიც გვქონდა შარშან და ალბათ, კიდევ უფრო მოიმატებს. ინფიცირების დღევანდელი მონაცემები უკვე ძალიან ბევრია და შეზღუდვები გამორიცხული არ არის. მე ვთვლიდი, რომ პიკი არ გვექნებოდა, მაგრამ რაოდენობის მატება მკვეთრად შესამჩნევია, თუმცა ვფიქრობ ვაქცინის არსებობიდან გამომდინარე, მეორე ტალღის რაოდენობამდე მაინც არ მივა ინფიცირების მაჩვენებელი", - განუცხადა Report.ge-ს მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 284 958 შემთხვევა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

გამოჯანმრთელდა 196 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 275 220 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 10 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს 3 832ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system