თავში

მესამედ ინფიცირების შემთხვევა დადასტურებული არ არის - თენგიზ ცერცვაძე

მესამედ ინფიცირების შემთხვევა დადასტურებული არ არის - თენგიზ ცერცვაძე
მესამედ ინფიცირების შემთხვევა დადასტურებული არ არის - თენგიზ ცერცვაძე

Covid 19-ით მესამედ დაინფიცირების შემთხვევა საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. გავრცელებული ინფორმაცია ასეთი ფაქტის შესახებ პაციენტის აღწერა და ვარაუდია, თუმცა სამედიცინო მტკიცებულება ამ დროისთვის არ არსებობს. თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ რეინფიცირების შესაძლებლობა არსებობს და თეორიულად მისი გამორიცხვა შეუძლებელია.

კოვიდი მეორედ თუ დადასტურდა, თეორიულად, არსებობს მექანიზმი, რომ ადამიანი მესამედაც დაინფიცირდეს. მეორედ რეინფიცირება ნიშნავს, რომ პირველმა ინფექციამ პაციენტს იმუნიტეტი არ დაუტოვა, ან ის განსხვავებული შტამით დაინფიცირდა. თუ არსებობს მეორედ რეინფიცირების შემთხვევები და ასეთები ნამდვილად არსებობს, იგივე მექანიზმით, მესამედ დაინფიცირებასაც წინ არაფერი უდგას“, – განაცხადა ცერცვაძემ პირველ არხთან საუბრისას. 

მან საზოგადოებას მოუწოდა პრევენციის ზომებს მიმართონ და პირბადე ატარონ ვიდრე ქვეყანაში საერთო იმუნიტეტი არ გამომუშავდება. 

Covid 19-ით მესამედ დაინფიცირების შემთხვევაზე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მის პრაქტიკაში ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო და დაავადება მსუბუქი ფორმით, სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system