თავში

მესტიაში უკრაინელ ტურისტს ეძებენ

მესტიაში უკრაინელ ტურისტს ეძებენ
მესტიაში უკრაინელ ტურისტს ეძებენ

მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავში სავარაუდოდ უკრაინის მოქალაქეც მოჰყვა. დღეს მაშველებმა ჩამოწოლილი ზვავიდან ჩეხი ტურისტი გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ტურისტის ძებნა გააგრძელეს. თუმცა ადგილზე მყოფმა ტურისტებმა  კიდევ ერთი ადამიანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს.  მოგვიანებით კი ერთ-ერთ სასტუმროში მოთხილამურის სრული აღჭურვილობა იპოვეს, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნის. 

ის სასტუმროში არ გამოჩენილა, რის გამოც სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system