თავში

თეთნულდზე ჩამოწოლილმა ზვავმა ტურისტი მოიყოლა

თეთნულდზე ჩამოწოლილმა ზვავმა ტურისტი მოიყოლა
თეთნულდზე ჩამოწოლილმა ზვავმა ტურისტი მოიყოლა

მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილმა ზვავმა ტურისტი მოიყოლა. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული ჩეხეთის მოქალაქეა. მისი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. დაშავებული ტურისტი ამ დროისთვის მსუბუქი დაზიანებებით მესტიაში გადაიყვანეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, ჩამოწოლილი თოვლის ქვეშ, სავარაუდოდ, მოყოლილი იყვნენ ტურისტები.

შეტყობინებაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.

მაშველებმა ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელსაც ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის საძიებო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები სპეციალური ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system