თავში

მეწყრის შეჩერება შეუძლებელია - თეა გოდოლაძე

მეწყრის შეჩერება შეუძლებელია - თეა გოდოლაძე
მეწყრის შეჩერება შეუძლებელია - თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე არასწორად ჩატარებულმა სამუშაოებმა ფერდის არასტაბილურობა გამოიწვია და ნალექების გამო გრუნტის ნაწილი დაიძრა.

გოდოლაძე თბილისის მერის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სანამ კახა კალაძე განცხადებას გააკეთებს ვინმემ უნდა აუხსნას, რომ მეწყრის შეჩერება შეუძლებელია. 

"არასწორი სამუშაოების შედეგად, გრუნტი მოიჭრა იქ სადაც არ უნდა მოჭრილიყო, რამაც ფერდის არასტაბილურობა გამოიწვია და ნალექების გამო გრუნტის ნაწილი დაიძრა. ასევე დაზიანებულია საბავშვო ბაღი, რომელიც ამ ფერდზე მდებარეობს და ამ ბაღის ტერიტორიაზე გაჩენილია ბზარები.

მეწყრის შეჩერება შეუძლებელია, ვიღაცამ უნდა უთხრას ეს მერსაც და მის მოადგილესაც. ეს არის ხალხი, რომელიც ამ პროფესიაში ვერ ერკვევა, ამიტომ ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ვაჩერებთ მეწყერს, შევაჩერეთ მეწყერი - ძალიან სულელური განცხადებაა, დიდი ბოდიში", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

ცნობისთვის, თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეწყრულ ზონაში ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system