თავში

მგზავრებს იტალიის მიმართულებით შეძენილი ავიაბილეთების გადაცვლა შეეძლებათ

მგზავრებს იტალიის მიმართულებით შეძენილი ავიაბილეთების გადაცვლა შეეძლებათ
მგზავრებს იტალიის მიმართულებით შეძენილი ავიაბილეთების გადაცვლა შეეძლებათ

მგზავრებს, რომლებსაც იტალიის მიმართულებით რეისების ცვლილებები შეეხევათ საშუალება ექნებათ ბილეთები ალტერნატიულ მიმართულებაზე გადაცვალონ. 

ინფოტრმაციას ამის შესახებ ავიაკომპანია „ვიზეარის“ (Wizz Air) ავრცელებს. 

„Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება.

მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და შესაძლებლობა ექნებათ, ბილეთები გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 14 დღით ადრე სხვა ალტერნატიული მიმართულებით გადაცვალონ. მგზავრები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში ჰქონდათ ნაყიდი ავიაბილეთები wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ავიაკომპანია მათ თანხის სრულად დაბრუნებას ან ღირებულების 120%-ის Wizz კრედიტზე დაბრუნებას სთავაზობს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system