თავში

"მიღწეულია შეთანხმება" - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

"მიღწეულია შეთანხმება" - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ
მიღწეულია შეთანხმება - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ, - ამის შესახებ report.ge-ს მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

"სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

- ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;

- პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;

- აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system