თავში

მიხარია, რომ დღეს სანდრო მამას ჩაეხუტება - ანზორ მელია

მიხარია, რომ დღეს სანდრო მამას ჩაეხუტება - ანზორ მელია
მიხარია, რომ დღეს სანდრო მამას ჩაეხუტება - ანზორ მელია

მე იმდენად არ ვფიქრობ ჩემს თავზე, როგორც ჩემს შვილიშვილზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ განაცხადა, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან შვილის გათავისუფლებას ელოდება.

ანზორ მელიას თქმით, მას უხარია, რომ დღეს მისი შვილიშვილი მამას ნახავს და ჩაეხუტება. 

სანდრო 6 წლის არის და 12 წლის ბავშვის ჭკუა აქვს. ყველაფერს ხვდება, ყველაფერს ხედავს. ხომ წარმოგიდგენიათ როდესაც სახლში ვართ და ტელევიზორში ნიკა მელიაზე ლაპარაკობენ, ტელევიზორის გამორთვას უცებ ვერ ვასწრებ და ეს ბავშვი არბის სხვა ოთახში იმიტომ, რომ მან ყველაფერი იცის. ძალიან მიხარია, რომ დღეს საკუთარ მამას ნახავს და ჩაეხუტება", - განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system