თავში

მელია თავისუფალია - სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მელია თავისუფალია - სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა
მელია თავისუფალია - სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ნიკა მელია დარბაზში სხდომას არ ესწრებოდა და ის, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას მალე დატოვებს.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს გუშინ მიმართა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაო, "დამოუკიდებელმა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" 8 მაისსგადაიხადა.

ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის შუამავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system