თავში

მიხეილ სააკაშვილი ამ ფორმით ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა - ლიზა იასკო

მიხეილ სააკაშვილი ამ ფორმით ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა - ლიზა იასკო
მიხეილ სააკაშვილი ამ ფორმით ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა - ლიზა იასკო

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო რუსთავის საპატიმროდან საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ქართველ ხალხის მხარდაჭერის იმედით არის განწყობილი. 

"ვნერვიულობ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ფაქტობრივად 15-ე 16-ე დღეა სხვადასხვა დათვლით რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. სამწუხაროა, რომ მის პირად ექიმს მასთან არ უშვებენ. ვფიქრობ, ეს სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. 

გუშინდელი დღისთვის ქართველ ხალხს მადლობას უხდის. მან გაიგო ქართველი ხალხის ხმა და ეს ძალიან ემოციურია მისთვის. სთხოვს ხალხს, რომ ამაზე არ შეჩერდნენ", - განაცხადა ლიზა იასკომ.

მისივე თქმით, შიმშილობა არის ერთადერთი ხერხი მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ მისი უდანაშაულობა დადასტურებული იყოს. 

"მან კიევში ძალიან ბევრი საქმე დატოვა, კარგი სამსახურებრივი პოზიცია და არაჩვეულებრივი სახლი. 

ის აქ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ქართველი ხალხი ძალიან უყვარს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ყველაფერი, რათა აღარ იყოს დაპატიმრებული და აღარ შიმშილობდეს", - განაცხადა ლიზა იასკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system