თავში

,,მიმაგდეს დაბლა და წამალიც არ მომცეს" - რას წერდა გარდაცვალებამდე 24 წლის გოგო

,,მიმაგდეს დაბლა და წამალიც არ მომცეს" - რას წერდა გარდაცვალებამდე 24 წლის გოგო
,,მიმაგდეს დაბლა და წამალიც არ მომცეს - რას წერდა გარდაცვალებამდე 24 წლის გოგო

კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ნინო გულიკაშვილის ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ოჯახი ახალგაზრდა ქალის შეტყობინებას ასაჯაროებს, რომელიც მან ახლობლებს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გაუგზავნა.

"იმ დონემდე ვიყავი, მეგონა ვეღარც გავუძლებდი. მიმაგდეს დაბლა და წამალიც არ მომცეს", - წერდა 24 წლის ქალი, რომლის შეტყობინებასაც, ტელეკომპანია ,,ფორმულასთან" ოჯახის წევრები ასაჯაროებენ.

ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა COVID 19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან მათი მტკიცებით, კორონავირუსზე დადებითი პასუხი, მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღეს, რის შემდეგაც ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა.

გარდაცვალების შემდეგ, კლინიკა ამტკიცებს, რომ პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, რომლის შესახებაც პაციენტი არ იყო ინფორმირებული. 

ოჯახი კი ამბობს, რომ 24 წლის განმავლობაში გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და მომხდარზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system