თავში

მიმდინარე წელს შსს-მ 7762 შემაკავებელი ორდერი გამოსცა

მიმდინარე წელს შსს-მ 7762 შემაკავებელი ორდერი გამოსცა
მიმდინარე წელს შსს-მ 7762 შემაკავებელი ორდერი გამოსცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს 7 646 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, ხოლო 2019 წლის 9 თვეში - 7762. ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა გააკეთა. 

" შარშან გამოიცა 7 646 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2019 წლის 9 თვეში - 7 762 ორდერი გვაქვს გამოცემული, რაც ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და სანქციის გამკაცრება ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ აუცილებელია მსხვერპლის დაცვის მექანიზმების უფრო მეტად გაძლიერება და მოძალადის ზედამხედველობის მექანიზმების დახვეწა.ეს რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ ყველა იორდერის გამოცემის შემთხვევაში განხორციელდება ელექტრონული ზედამხედველობა, უფრო მეტიც, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეალურად იარსებებს განმეორებით ძალადობის ჩადენის რეალური საფრთხე. საფრთხე შეფასდება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად პოლიციის თანამშრომლის მიერ შემაკავებელი ორდერის რისკის შემფასებელი კითხვარის საფუძველზე, რომელიც შარშან შემუშავდა“, - განაცხადა ცაციაშვილმა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system