თავში

"მიშა, თუ გვისმენ, ცოტა ცოტა კიდევ მოიცადე" - ნიკოლოზ ყიფშიძე ექსპრეზიდენტს მიმართავს

"მიშა, თუ გვისმენ, ცოტა ცოტა კიდევ მოიცადე" - ნიკოლოზ ყიფშიძე ექსპრეზიდენტს მიმართავს
მიშა, თუ გვისმენ, ცოტა ცოტა კიდევ მოიცადე - ნიკოლოზ ყიფშიძე ექსპრეზიდენტს მიმართავს

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს, მესამე პრეზიდენტს სატელევიზიო ეთერით მიმართავს და სთხოვს, რომ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ულტიმატუმის ვადა გადაწიოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი ჰქონდა, რომ ციხეში შესვლისა და მისი პაციენტის მონახულების საშუალება ექნებოდა, თუმცა ციხეში არ შეუშვეს.

„დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ ნახვის საშუალება მოეცათ, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის, შიმშილობის დაწყება, მაგრამ არ მოხერხდა. ხვალ, დილით კიდევ შევეცდები მოვიდე. თუ გვისმენს მიშა, ვეტყოდი, რომ მიშა, კიდევ ცოტა ხანი მოიცადე. ექიმები ადრე თუ გვიან შენთან შემოვლენ და თუ შეიძლება, გადადე შენი ულტიმატუმის დღე", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს - მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს. მოთხოვნების შესასრულებლად მან ხელისუფლებას ვადა 6 იანვრამდე მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system