თავში

მნიშვნელოვანია პრეზიდენტს ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა და მომსახურება - კელი დეგნანი

მნიშვნელოვანია პრეზიდენტს ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა და მომსახურება - კელი დეგნანი
მნიშვნელოვანია პრეზიდენტს ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა და მომსახურება - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი პატიმრობის საკითხს გამოეხმაურა. 

დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მიიღოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა, სამედიცინო მომსახურება და მისი უფლებები იყოს დაცული.

"შეწუხებული ვართ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ვაკვირდებით ყურადღებით პროცესებს, როგორც აქ, ასევე, ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა, სამედიცინო მომსახურება.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. რა თქმა უნდა, რადგანაც პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე, უკრაინის სახელმწიფოს დაინტერესება დიდია, რომ მისი მოქალაქე იყოს დაცული", - განაცხადა კელი დეგნანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system