თავში

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია!" - გერმანიის საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია!" - გერმანიის საელჩო მოქალაქეებს მიმართავს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია! - გერმანიის საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

გერმანიის საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოში აცხადებენ, დღეიდან, 23 დეკემბრიდან, გერმანიაში შესვლის პირობები შეიცვალა.

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია: გერმანიაში შესვლის შეცვლილი პირობები COVID-საბუთებთან მიმართებაში 2021 წლის 23 დეკემბრიდან!

გერმანიაში შესვლა პირებისთვის 6 წლის ასაკიდან: დღეიდან გერმანიაში შესასვლელად პირები ექვსი წლის ასაკიდან ვალდებულები არიან, თან იქონიონ კოვიდ-საბუთი. პირებმა ექვსი წლის ასაკიდან გერმანიაში შესვლისას უნდა წარადგინონ ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთი. ტესტი (ანტიგენის ან PCR) ძირითადად ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე. 

აღნიშნულისგან განსხვავებით სატრანსპორტო კომპანიის (მაგ. ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR-ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე (მაგ. თვითმფრინავის აფრენამდე) მაქსიმუმ 48 საათით ადრე. 

ანტიგენის ტესტი სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაშიც ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.

კოვიდ-საბუთის ვალდებულება ასევე ვრცელდება თვითმფრინავის იმ მგზავრებზე, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტის მიზნით ჩადიან გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში. ეს ეხება ტრანზიტულ მგზავრობას როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნებში, ასევე შენგენის ქვეყნებიდან ან შენგენის ქვეყნებში.

ვირუსის ვარიანტის ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლის შემთხვევაში აუცილებელია PCR-ტესტის საბუთის წარდგენა. ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი ანტიგენის სწრაფი ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. 

სატრანსპორტო კომპანიის (მაგ. ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR-ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე. 

გარდა ამისა, გერმანიის უწყებებმა შეიძლება დამატებით მოითხოვონ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის შემდეგ PCR-ტესტის ჩატარება ჩასვლის ადგილზე (მაგ. აეროპორტში)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system