თავში

მოსალოდნელია თუ არა COVID-19-ის ახალი, ძლიერი ტალღა - განმარტება

მოსალოდნელია თუ არა COVID-19-ის ახალი, ძლიერი ტალღა - განმარტება
მოსალოდნელია თუ არა COVID-19-ის ახალი, ძლიერი ტალღა - განმარტება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველო მეოთხე ტალღის დაღმავალ მრუდზე იმყოფება.

მისივე თქმით, იქნება თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, ძლიერი ტალღა, დამოკიდებულია ახალ მუტაციაზე. 

"17 აგვისტოდან დღემდე შემთხვევათა რაოდენობა მცირდება და აქტიური შემთხვევის რაოდენობის თვალსაზრისით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, სწორედ ამიტომ ვართ დაღმავალ მრუდზე და მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია, იქნება თუ არა ახალი ძლიერი ტალღა, დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა ახალი მუტაცია. 

დღეისათვის არანაირი ახალი, შეშფოთების კვალიფიკაციის მქონე მუტაციის საშიშროება, საქართველოში კი არა მსოფლიოში არ არსებობს, ოთხივე მუტაცია ცნობილია, დარწმუნებული ვარ მეხუთე ტალღა არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც იყო, თუმცა ველოდებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად სეზონური ვირუსები იმატებს," – განაცხადა ივანე ჩხაიძემ "მედიაცენტრ მთავარში."

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 039 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2 192 ინფიცირებული. ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system