თავში

მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მანდატურის სამსახური ეხმაურება

მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მანდატურის სამსახური ეხმაურება
მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მანდატურის სამსახური ეხმაურება

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგანმანათლებლო მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. კერძოდ: მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება - აღნიშნულია განცხადებაში. 

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მეცხრე და მერვე კლასელებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. მოსწავლეებმა შესვენებაზე იჩხუბეს, რა დროსაც ერთმა მეორეს საწერი კალმით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა. ფაქტი გაკვეთილებს შორის, შესვენებაზე მოხდა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system