თავში

მოვუწოდებთ ხელისუფლებას "ფორმულას" საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს - ქარტია

მოვუწოდებთ ხელისუფლებას "ფორმულას" საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს - ქარტია
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ფორმულას საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს - ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "ფორმულას" საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს ტელეკომპანიას საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს.

"არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მედიასაშუალების გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, არსებობს ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების საშიშროება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება, შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ "ფორმულას" მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია "ფორმულამ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system