თავში

მშობიარე ქალის და ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

მშობიარე ქალის და ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
მშობიარე ქალის და ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

სამედიცინო რეგულირების სააგენტო ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მომხდარი ფაქტს შეისწავლის. უწყების ინფორმაციით შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც მშობიარე ქალის და ჩვილის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.

ხაშურში, ,,ევექსის" საავადმყოფოში მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების გამო ექიმებს ლიცენზია უკვე შეუჩერეს.

შეგახსენებთ, ხაშურის "ევექსის" კლინიკაში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მედიკოსების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

40 წლის მშობიარე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სურამიდან ხაშურის საავადმყოფოში გუშინ საღამოს გადაიყვანა.

ხაშურში გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახი "ევექსის" კლინიკის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექიმებმა მშობიარეს საკეისრო კვეთა არ ჩაუტარეს, რაც ფატალური შედეგის მიზეზი გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system