თავში

მარნეულში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული

მარნეულში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული
მარნეულში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული

მარნეულში დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ამ დროისთვის უცნობია თუ რის გამო გახდა საჭირო ძალოვანების მობილიზება, თუმცა, სავარაუდოდ ეს მარნეულში დილით მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას და დაძაბულობას უკავშირდება.

მარნეულის N5 საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო ძალების მობილიზებაზე განცხადება გაავრცელა. 

,,ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება", - განაცხადეს შსს-ში.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

ყველაფერი, რაც 2020 წლის არჩევნების შესახებ უნდა ვიცოდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system