თავში

ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა
ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შენობას გარე ლიფტი მოწყდა, რის გამოც კორპუსის მაღალი სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ report.ge-ს განუცხადა, ადგილზე მისულ ექიმებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.

,,ადგილზე მისულ ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა ახალგაზრდა კაცი. მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. შენობის გარე ფასადს ღებავდა", - განაცხადა ბადრი პაქსაძემ.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 

 უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system