თავში

საქართველოში ისრაელის საელჩომ მუშაობა შეაჩერა

აელჩომ მუშაობა შეაჩერა
საქართველოში ისრაელის საელჩომ მუშაობა შეაჩერა

საქართველოში ისრაელის საელჩო მუშაობას დღეიდან აჩერებს, - ამის შესახებ საელჩოს ,,ფეისბუქის" გვერდზეა ნათქვამი.

„გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოების მუშაობის შეჩერების მიზეზი ისრაელის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შრომითი კომიტეტების გაფიცვა გახდა.

გუშინ, 29 ოქტომბერს სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიფიცნენ.

ისრაელმა დიპლომატიური მისია დღეს დახურა უკრაინაშიც.

რაც შეეხება ისრაელში საქართველოს საელჩოს, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში პრესსამსახურში განმარტეს, რაიმე ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია მოქალაქეებს დაუყოვნებლივ ეცნობებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system