თავში

7 საეჭვო შემთხვევა - სასწრაფოს თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ

7 საეჭვო შემთხვევა - სასწრაფოს თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ
7 საეჭვო შემთხვევა - სასწრაფოს თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სრულ მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, პერიოდულად შესაბამის შემოწმებას გაივლიან.

ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 900-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. მათგან გამოკვეთილია მხოლოდ 7 საეჭვო შემთხვევა, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს შეხება აქვს COVID-19-ის, როგორც დადასტურებულ, ისე საეჭვო შემთხვევებთან. შესაბამისად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ყველა თანამშრომლის შემოწმება. ჩვენს მედპერსონალს აქვს სრული პერსონალური დაცვის აღჭურვილობა, თუმცა აბსოლუტური პრევენციისთვის, ყველა ეკიპაჟის წევრი გაივლის შემოწმებას, რათა დაცული იყოს, როგორც თანამშრომელთა, ისე მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება“ - განცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ამ ეტაპზე, COVID-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system