თავში

სასწრაფოს რამდენი თანამშრომელია ინფიცირებული საქართველოში COVID-19-ით

სასწრაფოს რამდენი თანამშრომელია ინფიცირებული საქართველოში COVID-19-ით
სასწრაფოს რამდენი თანამშრომელია ინფიცირებული საქართველოში COVID-19-ით

ბოლნისში, კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ report.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულს სიმპტომები საკარანტინო ზონაში გამოუვლინდა, სადაც ის იზოლაციაში იმყოფებოდა.

ინფიცირებული შუა ხნის ქალია და ის მკურნალობას თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში აგრძელებს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსით სულ სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელია ინფიცირებული. მათგან, 16 ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 95 გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system