თავში

ნიკა გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა, ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

ნიკა გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა, ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი - სააკაშვილის მკურნალი ექიმი
ნიკა გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა, ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა. მისი მტკიცებით, გამოკითხვაში არსებულ კითხვებზე ჯერ ხელი მოაწერინა, შემდეგ კი გარკვეული საკითხები საკუთარი ინტერპრეტაციით განავრცო.

ამ თემაზე ნინო გოგორიშვილის წერილობითი განცხადება ავტორის ნაცვლად მედიასთან გორის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა წაიკითხა:

"მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას", - თქვა მთავარმა ექიმმა, მალხაზ ურთქმელიძემ ნინო გოგორიშვილის სახელით.

მას შემდეგ, რაც ურთქმელიძემ გოგორიშვილის განცხადება წაიკითხა, თავად ნინო გოგორიშვილმა მედიის კითხვებს უპასუხა და განმარტებები გააკეთა. გოგორიშვილი ამბობს, რომ ის გამოკითხვის ოქმი, რაც ნიკა გვარამიამ წაიკითხა ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ კი ფაქტების ინტერპრეტაცია.

"ნაწილობრივ ეს სიმართლეა, ნაწილობრივი არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ სხვაგან. მე ვუთხარი, რომ ფსიქო-თერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი და ეს სად იქნება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება" - თქვა გოგორიშვილმა.

ნახეთ, რა წერია ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმში, რომელიც მედიას ნიკა გვარამიამ გააცნო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system