თავში

ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროვა

ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროვა
ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის დაკითხვის ოქმი საჯაროდ წაიკითხა: 

"ბოლო ერთი კვირა ანალიზები სტაბილური იყო და ნორმაში - ვეთანხმები, ხელმოწერა მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი;

ფსიქიატრიული მდგომარეობა სტაბილური იყო ჩემი დაკვირვების, მაგრამ ფსიქიატრის გარეშე ხორციელდებოდა ეს დაკვირვება - ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;

კონსილიუმმა იცოდა რომ გაწერას ვაპირებდი და თანახმა იყო - ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;

სახელმწიფო კონსილიუმის ნევროლოგი არ მოვიდა, ალექსანდრე ცისკარიძე, მიზეზი, არ ჩამოვიდა სახალხო დამცველის საექსპერტო ჯგუფის ნევროლოგი ცერცვაძე, რომელმაც ინტერესთა კონფლიქტის გამო უარი თქვა - ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი ;

სახელმწიფო კონსილიუმი არ იყო ინფორმირებული იმაზე, რომ ფორმა 100 შევავსე და გადაყვანის გადაწყვეტილება იყო მიღებული - ვეთანხმები ნინო გოგორიშვილი;

ახლანდელი მდგომარეობა - ფსიქოემოციური სტრესი, ჰიპერვენტილაციური კრიზისი, ღებინება, მეხსიერების ჩავარდნა, ყველაფერი ეს გამოწვეულია სტრესით - ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;

პაციენტი აღარ ითვლება გაწერილად, გუშინ 19:00 წუთზე გაიხსნა ხელახლა ავადმყოფობის ისტორია, დირექტორმა გუშინვე გააკეთა საჯარო განცხადება, ჩაწერა რამდენიმე მედიამ, როგორც დასტურდება, ერთ-ერთი მათ შორის ნამდვილად იყო შსს-ს პრესსამსახური და უნდა გადაეცა სხვებისთვის, მაგრამ გაურკვეველია რატომ არ იქნა გამოქვეყნებული - ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;

პირველი შევიდა მკურნალი ექიმი გოგორიშვილი და განუცხადა, რომ გაწერეს, შემდეგ შევიდა ორი შავფორმიანი და უარის მიუხედავად დაუწყეს იძულებით გაყვანა, იყო შეხლა-შემოხლა, კრიზისი ჰქონდა და დააბრუნეს საწოლში, წნევა 180 110-ზე, პულსი 140, მიიღო ორი "კაპტოპრილი" და ერთი "ბატილადგზოკი" - ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი".

გვარამიას თანახმდ, გოგორიშვილი, ადასტურებს, რომ ფსიქო-ნერვოლოგიური სტატუსი არ იყო ბოლომდე დადგენილი, თუმცა სომატური ჯანმრთელობის კუთხით ყველაფერი წესრიგში იყო და ამიტომ მიიღო მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება. ოქმის მიხედვით, ექიმი ფიქრობს, რომ ფსიქორეაბილიტაცია მხოლოდ პაციენტის თავისუფლების შემთხვევაშია შესაძელებლი. 

"ფსიქორეაბილიტაცია პეტეესდეს შემთხვევაში საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე.

თუ საქართველოში შეუძლებელიო იქნება მისი თავისუფლების პიროებებში რეაბილიტაცია, რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა და მისი სრულფასოვანი ფსიქორეაბლიატცია. ვეთანხმები - ნინო გოგორიშვილი" - აღნიშნულია ოქმში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა. 

"ეს უკვე არის დადასტურებული პირველწყაროდან, უშუალოდ მკურნალი ექიმის მიერ, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი, არის დადასტურებული, ამას გადავცემთ სახელმწიფო ინსპექტორს, ამას გადავცემთ სახალხო დამცველს" - განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system