თავში

ნიკა გვარამია შსს-ს მიმართავს

ნიკა გვარამია შსს-ს მიმართავს
ნიკა გვარამია შსს-ს მიმართავს

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

,,საჯაროდ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის განცხადებიდან ვერავითარი შინაარსი გამოვიტანე: როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ, არ უნდა ჩავრთოთ? რამაც შეიძლება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯარო პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძიმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას", - აცხადებს ნიკა გვარამია. 

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მედიას ზუგდიდში სპეცოპერაციის მიმდინარეობის ამსახველი პირდაპირი სიგნალი შეეზღუდება.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. გამტაცებელი 500 000 დოლარს, ვერტმფრენს და პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანას ითხოვს. მან სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად 2 საათი მისცა, რის შემდეგაც, აცხადებს, რომ მძევლების დახოცვას დაიწყებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system