თავში

"ნიკო ჩემთვის იყო მომავალი" - ნიკო კვარაცხელიას საცოლე

"ნიკო ჩემთვის იყო მომავალი" - ნიკო კვარაცხელიას საცოლე
ნიკო ჩემთვის იყო მომავალი - ნიკო კვარაცხელიას საცოლე

ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას საცოლე ამბობს, რომ  ოჯახი ნიკოს დაწყებულ საქმეს გააგრძელებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამის შესახებ მან "დროების" მიერ მომზადებულ რეპორტაჟში განაცხადა. ამასთან, დაწესდება ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდია.

როგორც მსიუჟეტიდან ირკვევა, წყვილი ქორწილის გადახდას თბილისში აპირებდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავდა, რათა ნიკოს კომპანიის პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე ერთად გაემყარებინათ.

„ნიკოს დაწყებულ საქმეს ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში და ასევე უცხოეთშიც.

ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილებით იქნება ნიკოს სახელობის სტიპენდია…

ნიკო ჩემთვის ერთი სიტყვით იყო მომავალი“-აღნიშნა ნიკო კვარაცხელიას საცოლემ „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი, მან კვარაცხელიას მისამართით 9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system