თავში

აჭარამ ,,მწვანე ზონის" სტატუსი დაიბრუნა

აჭარამ ,,მწვანე ზონის" სტატუსი დაიბრუნა
აჭარამ ,,მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა

აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რეგიონში, ბოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტიც გამოჯანმრთელდა და ამ დროისთვის, აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით არც ერთი პაციენტი აღარ მკურნალობს.

„აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები, ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნებისა და თვითკმაყოფილების საშუალებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან", - განაცხადა რიჟვაძემ. 

მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა აჭარაში ტურისტული სეზონი ახლოვდება.

,,ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით. ახლა მთავარია, ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები და შევძლოთ პირველი ტურისტების მიღება. შესაბამისად, უნდა დავიწყოთ ეკონომიკის ამოქმედება“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს. კორონავირუსი დაამარცხა 70-მა პაციენტმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system