თავში

ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოზე, გელათი არ არის პოლიტიკოსი - წულუკიანი

ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოზე, გელათი არ არის პოლიტიკოსი - წულუკიანი
ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოზე, გელათი არ არის პოლიტიკოსი - წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლიდან გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი. 

როგორც მინისტრმა განაცხადა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკმაყოფილა მოთხოვნა, რომ გელათში, ხარაჩოებზე არაუფლებამოსილი პირი აღარ აუშვან. მისივე ინფორმაციით, ერაყიდან გელათის მდგომარეობის შესასწავლად იტალიელი ექსპერტი ჩამოვა. 

"2008 წლიდან 2020 წლამდე სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრით მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი, ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდით აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალებთ ხარაჩოებზე, რადგან ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის. მოწოდება მუდმივად არის, რომ ჩამოიყვანეთ უცხოელი ექსპერტები. არც ერთი უცხოელი ქსპერტი ჩვენი თანამშრომელი არ არის, რომ ჩვენ მას მივუთითოთ, როდის ჩამოვიდეს. მიუხედავად ამისა, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და რეკორდულად მოკლე დროში, იუნესკოსგან მოვიპოვეთ თანხმობა, რომ ერაყიდან ჩამოვა ამჟამად იქ მყოფი იტალიელი ექსპერტი და ჩვენი ივნისში შევძლებთ, ვნახოთ მასთან ერთად სახურავი, რომლის გაუმართაობის პირველი და პირდაპირი შედეგი არის სწორედ ფრესკების დაზიანება, დავუსვათ სწორი დიაგნოზი, თუმცა ჩვენ ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ვინც საქმე იცის და ვინ სამწუხაროდ, 70-80 წლის ასაკში, მათ აზრს არავინ ეკითხებოდა 2021 წლის მარტამდე, სწორედ მაშინ უნდა გქონოდათ მოწოდება, რომ ხანდაზმულ ექსპერტებს ჰკითხეთ აზრიო. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის პროფესიონალიზმის წყვეტა ამ დარგში. მათთან ერთად დიაგნოზი გვაქვს დასმული, მაგრამ ველოდებით ექსპერტს. მთავარია, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვა, რომ არ უხდება ამ ძეგლს, მაგრამ უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი აღარ ჩადის, თუმცა წარსულში ჩასული წყლის გამო, ინფილტრაციის გამო, ტენიანობა არის ტაძარში. ამიტომ, ყველას გთხოვთ, თავი შეიკავეთ, მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის. თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან, რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ამგვარმა მოძრაობამ, არაპროფესიონალების მიერ ხარაჩოებზე სიარულმა, კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები. ამიტომ, სააგენტომ გუშინ მოითხოვა და ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, კულტურის მინისტრმა ყველას მოუწოდა, რომ გელათზე განთავსებულ ხარაჩოებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„ღიმილისმომგვრელია, როდესაც თქვენ გგონიათ, რომ იმ სიმაღლის ხარაჩოზე ავიდეს მომლოცველი სალოცავად. იქ ადის ან პროფესიონალი, ან ის ადამიანი, რომელსაც გინდათ, მოახარშინოთ სკანდალი. ძალიან გთხოვთ, წინ დააყენეთ გელათის ინტერესი და არა პოლიტიკური ინტერესი, რადგან გელათი არ არის პოლიტიკოსი, ის არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობსი ძეგლი. საუბარია, ბატონ ბარათაშვილზე, რომელიც დაუკითხვად ავიდა ხარაჩოზე. გასაგებია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ბარათაშვილი იქნება ის, ამილახვარი თუ ქიბროწაშვილი, ყველას გთხოვთ, წინ დააყენოთ გელათის ინტერესი. დაუკითხვად ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან ეს აზიანებს ფრეკას, რომელიც ისედაც დაზიანებულია 2008 წელს დაწყებული ექპერიმენტი შედეგად“, – განაცხადა წულუკიანმა.

გუშინ, 19 მაისს "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა ვიდეო გელათის შესახებ, სადაც ამბობს, რომ იქ წყალი ისევ ჩადის.

"აქ კარგად ჩანს გაჟღენთილი კედელი გუშინწინდელი წვიმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვარწმუნებს, რომ პრობლემა აღარ არსებობს, ფაქტი სახეზეა - კედელი სველია, ბათქაში ისევ ჩამოცვენილია", - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

დღეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გელათში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოებზე ასასვლელი არაუფლებამოსილი პირებისთვის იკეტება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system