თავში

ოკუპირებული გაგრის დასახმარებლად ცენტრალური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს

ოკუპირებული გაგრის დასახმარებლად ცენტრალური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს
ოკუპირებული გაგრის დასახმარებლად ცენტრალური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს

ცენტრალური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ჩაქრობაში.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან პასუხს აგვიანდება.

მინისტრის თქმით, გაგრაში მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

"ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის ხელშეწყობით. ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ და რეგულარულ კომუნიკაციაში ვიმყოფებით. კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ", - აცხადებს თეა ახვლედიანი.

ცნობისთვის, ოკუპირებულ გაგრაში რამდენიმე დღეა ხანძარი მძვინვარებს. ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system