თავში

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერი გადადგა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერი გადადგა
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერი გადადგა

ცხინვალში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ერიკ პუხაევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"დღეს მე მოედანზე ვიყავი. ხალხს მოვუსმინე, ზოგიერთი მთავრობის გადადგომის მოთხოვნას სკანდირებდა. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ. გავიაზრე და მიმაჩნია, რომ ეს სწორი იქნება", — აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა.

ამასთან, ცოტა ხნით ადრე, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა. 

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო ტალღა ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა.

როგორც ძაბიევის ოჯახი ამბობს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ხალხს უთხრა, რომ ე.წ. შს მინისტრი, ნანიევი, გადააყენეს და, მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system