თავში

ომბუდსმენი: ვადა არის 12 საათი, ამის შემდგომ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ 

ომბუდსმენი: ვადა არის 12 საათი, ამის შემდგომ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ 
ომბუდსმენი: ვადა არის 12 საათი, ამის შემდგომ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ 

ნინო ლომჯარია, 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ დაკავებიდან 12 საათის შემდგომ, დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. 

"19 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.

ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება.

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეებს განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც ბუნებრივია ართულებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აუცილებელია დამატებით სხვა მოსამართლეთა პროცესში ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები.

მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system