თავში

"ომიკრონით" ინფიცირებულებს რეანიმაცია არ დასჭირვებიათ“ - ამირან გამყრელიძე

"ომიკრონით" ინფიცირებულებს რეანიმაცია არ დასჭირვებიათ“ - ამირან გამყრელიძე
ომიკრონით ინფიცირებულებს რეანიმაცია არ დასჭირვებიათ“ - ამირან გამყრელიძე

„ომიკრონის“ ინფიცირების შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი გამოვლენილია სწრაფი ტესტით, სწრაფი ტესტიც მუშაობს“, -აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ არის, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება.

„ომიკრონი“ დელტასთან შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ამიტომ არის, რომ ჯერჯერობით, ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე არ არის. 4 300-ის ფარგლებშია დაკავებულ საწოლთა რაოდენობა. ასევე, არ მატულობს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა ჰოსპიტლებში. სულ 12 შემთხვევა გვქონდა ჰოსპიტალიზაციის, იქიდან უკვე 10 გამოწერილია, 2 რჩება კლინიკაში. არცერთ ადამიანს „ომიკრონით“ ინფიცირებულებს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია.

გეთანხმებით, სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე ოქროს სტანდარტი ანუ პისიარი, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფ ტესტს აქვს უპირატესობა, სწრაფად 15-20 წთ-ში დაადგინოს ზოგჯერ ვირუსი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანი იყოს დროზე იზოლირებული. „ომიკრონის“ ინფიცირების შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი გამოვლენილია სწრაფი ტესტით, სწრაფი ტესტიც მუშაობს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system