თავში

ოპოზიციას მარცხის აღიარება მოუწევს - მამუკა წოწერია

ოპოზიციას მარცხის აღიარება მოუწევს - მამუკა წოწერია
ოპოზიციას მარცხის აღიარება მოუწევს - მამუკა წოწერია

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებთან არჩევნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ დარწმუნებულია ოპოზიციაზე გამარჯვებაში და აცხადებს რომ მათ, დამარცხების აღიარება მოუწევთ. 

მისი თქმით, მერობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ხალხის წინაშე. 

"არ ვიცი, რას გულისხმობენ ამ კატეგორიაში, თუმცა „ძველი ბიჭების“ ნაცვლად ოპოზიციას უბანში ხვდებოდა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს დეპუტატები, ვხვდებოდი მე. ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ და კონკურენტულ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ უამრავი მცდელობა ჰქონდათ პროვოკაციების მოწყობისა და დესტრუქციისა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ საბოლოო ჯამში დამარცხების აღიარება მოუწევთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ნება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს ამ ნდობისთვის. ჩემთვის მერობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება კეთილმსახურების. მათ ვპირდები, რომ ვიქნები როგორც მერი, ასევე თითოეული მათგანის მეგობარი, მსახური მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად", - განაცხადა მამუკა წოწერიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system