თავში

ორი არჩევანი გვაქვს, საქართველოს კვირის ბოლოს ეს გადაწყვეტილება ექნება - ივანე ჩხაიძე

ორი არჩევანი გვაქვს, საქართველოს კვირის ბოლოს ეს გადაწყვეტილება ექნება - ივანე ჩხაიძე
ორი არჩევანი გვაქვს, საქართველოს კვირის ბოლოს ეს გადაწყვეტილება ექნება - ივანე ჩხაიძე

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორისა და  იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საბჭო ბავშვებში ვაქცინაციის ორ სცენარს განიხილავს. 

ერთი ვერსიით, ვაქცინა 12-15 წალმდე ყველა მოზარდისთვის გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო მეორე ვერსია, რომელსაც იმუნიზაციის საბჭო განიხილავს, აღნიშნულ ასაკობრ კატეგორიაში მხოლოდ რისკჯგუფების აცრას ითვალისწინებს. ივანე ჩხაიძის ცნობით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. 

„გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 2 ტიპის - ერთი, რომ დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკში ვაქცინაცია კონკრეტული ჯგუფებისთვის, ე.წ. რისკ ჯგუფებისთვის, ან დავუშვათ ამ ასაკში უნივერსალური ვაქცინაცია ჯანმრთელობის სტატუსის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, იმედი მაქვს, კვირის ბოლოს საქართველოს ეს გადაწყვეტილება ექნება“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system