თავში

ოთარ კახიძე უგულავასა და ბაქრაძის პარტიიდან წასვლას ეხმაურება

ოთარ კახიძე უგულავასა და ბაქრაძის პარტიიდან წასვლას ეხმაურება
ოთარ კახიძე უგულავასა და ბაქრაძის პარტიიდან წასვლას ეხმაურება

"დასანანია, როცა ყოფილი თანაგუნდელები გტოვებენ, თუმცა ევროპული საქართველო ყოველთვის მდიდარი იყო ძალიან სოლიდური, გამოცდილი პოლიტიკური ფიგურებით და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად მოვახერხებთ ამ დანაკლისის შევსებას", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას პარტიიდან წასვლის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიაში რჩებიან გამოცდილი პოლიტიკოსები, რომლებსაც დამკვიდრებული აქვთ საკუთარი ადგილი პოლიტიკურ სივრცეში. 

"მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას როლს ზოგადად ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში. ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებდა, რომ ჰქონოდა, ეთქვა ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში; ყოველთვის დაეცვა ის პრინციპები, რომლისაც სჯერა, ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, დასავლურ კურსს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და ზოგადად თავისუფლების იდეას და არასდროს ირხეოდა ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა; ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას და ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი ტიპის ლიდერები", — განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system