თავში

საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება
საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით "სამოქალაქო მოძრაობისა" და "შეცვალეს" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ და ითხოვენ, საკრებულოს დეპუტატმა მანდატი დატოვოს. 

აქციაზე, სიმბოლურად დეპუტატის გამოსახულებით, ნაგვის ურნა მიიტანეს. 

საკრებულოს დამუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მას სურს, პირადად შეხვდეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს და გაარკვიოს, როდის აპირებს, დაატოვებინოს ერეკლე კუხიანიძეს თანამდებობა.

„ტყემალაძე დამალული რომ არის კაბინეტში, ჩამოვიდეს და გაგვცეს პასუხი. გააღებინეთ კარი, მარტო ავალ და დაველაპარაკები. ყოფილი წევრი ვარ საკრებულოში, არ უნდა იყოს ეს კარი დაკეტილი. გამიღეთ კარი. ეს ნორმალურია? ნაძირალას, ამ ქვეყნის მოღალატეს როდის აგდებენ საკრებულოდან, ეს გვაინტერესებს ჩვენ. თბილისის საკრებულოს კარი სამუშაო დღეს არ უნდა იყოს დაკეტილი. მოქალაქეებს არ ეძლევათ თბილისის საკრებულოში შესვლის საშუალება“ ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ დეფაქტო ცხინვალის ციხეში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.

როგორც კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა,  ვაჟა გაფრინდაშვილმა კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ და პროვოკაციაზე მიზანმიმართულად წავიდა. ხოლო მისი ოჯახი კი სახელმწიფოს უპირისპირდება, რაც კუხიანიძეის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ისინი „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“. 

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა გუშინ ექიმის მხარდამჭერი აქცია გამართა, რომელსაც უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა. დეპუტატებმა თანაგუნდელის საქციელი დაგმეს და განაცხადეს, რომ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system