თავში

პაატა იმნაძე: ბოლნისის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია, იქ იტალია ხდება

პაატა იმნაძე: ბოლნისის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია, იქ იტალია ხდება
პაატა იმნაძე: ბოლნისის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია, იქ იტალია ხდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია, ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გააკეთა. საუბარია სოფელ მუშევანსა და სოფელ გეტაზე. 

განცხადება პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

„სამუშაო შეხვედრა ეძღვნებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თეთრიწყაროს რაიონში არსებულ სიტუაციას.

მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია. ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება, ტესტირების მაჩვენებლებიც ამ რეგიონში არ ჩამოუვარდება გერმანიის მაჩვენებლებს.

მსჯელობა იყო იმაზე, როგორ, რა გზებით, რა საშუალებებით მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი, მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ამ ორ სოფელში, სადაც პრინციპში ყველაზე დიდი პრობლემაა“, – განაცხადა იმნაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system