თავში

პაატა იმნაძე: გვეშინია, რომ სიტუაცია არაკონტროლირებადი გახდეს

პაატა იმნაძე: გვეშინია, რომ სიტუაცია არაკონტროლირებადი გახდეს
პაატა იმნაძე: გვეშინია, რომ სიტუაცია არაკონტროლირებადი გახდეს

„მესმის, რომ ძალიან შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა ამ შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდით გვყავს მეზობელი ქვეყანა სომხეთი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა, გაუქმდა აკრძალვები, აღდგა ტრანსპორტი, დახურული და ღია რესტორნებიც გაიხსნა, ანუ ყველაფერი გაიხსნა. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ბოლო 3 დღეში იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული. ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. მოგეხსენებათ, ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ“,- ეს განცხადება პაატა იმნაძემ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით შეზღუდვები ეტაპობრივად უნდ ამოიხსნას მათშორის ეს ეხება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილების აკრძალვას.

"რა თქმა უნდა, ესეც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ამ ზაფხულს არ შევხვდეთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით“,-განაცხადა იმნაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system