თავში

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს

გასულ ღამეს, პარლამენტის წინ, პოლიციამ 9 პირი დააკავა. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექისის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებულებს შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესი. 

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი გუშინ ღამით აიღო. თბილსერვისის წარმომადგენლებმა ტერიტორია წყლის ჭავლით ჩარეცხეს, რის შემდეგაც ადგილზე საბავშვო ატრაქციონები და საახალწლო დეკორაციები დაამონტაჟეს.  

აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ცხრა პირი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system