თავში

პენსიის გაცემის განრიგი იცვლება

პენსიის გაცემის განრიგი იცვლება
პენსიის გაცემის განრიგი იცვლება

პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით, პენსიორს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგია, მობილობა, რიგები დაეცეს და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველამ მიიღოს პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად“, – განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system