თავში

პერსონალმა მიიღო მისი გაწერის გადაწყვეტილება - პენიტენციური სამსახური

პერსონალმა მიიღო მისი გაწერის გადაწყვეტილება - პენიტენციური სამსახური
პერსონალმა მიიღო მისი გაწერის გადაწყვეტილება - პენიტენციური სამსახური

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო პერსონალმა მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ის არ დაემორჩილა და აღელვების ნიადაგზე დაფიქსირდა არტერიული წნევის მატება.

 უწყების ცნობით, სააკაშვილის რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანა დროებით გადაიდო.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ" - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system