თავში

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მთა
პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მან მათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის განახლების, ახალი სიცოცხლისა და სიყვარულის სიმბოლო.

ჩემთვის დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ეს დღეს არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლის, სიყვარულის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, ურთიერთობა. პანდემიის გამო, ჩვენ განსხვავებულ ფორმატში მოგვიწია ამ დღის აღნიშვნა. მახსოვს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჯერ კიდევ პირველ ჯერზე, მაშინ პირადად ჩამოვდიოდი მარნეულში და ერთად აღვნიშნავდით ამ დღეს. სამწუხაროდ, დღეს, პანდემიის გამო, სხვა ვითარებაში გვიწევს მუშაობა. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ რეალობის გათვალისწინებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს - ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ ოლსუნ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ნოვრუზ ბაირამი 20-დან 24 მარტამდე გრძელდება, ხოლო კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system