თავში

პრეზიდენტი: მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა

პრეზიდენტი: მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა
პრეზიდენტი: მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა

მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ეს ფაქტი 9 აპრილს ვერ დააკნინებს. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წელს საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება არსებული ვითარების გამო.

„დღეს 9 აპრილია. ესაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება, რომ არ გავიხსენოთ. ამავე დროს, დღეს 9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება ამ 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით.

ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება, არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდევაც სახლში უფრო გავიაზროთ, რაც ნიშნავს ეს დღეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოსთვის თუ რამდენად მძიმე და ამავე დროს სიმბოლური დღე არის დღეს“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system