თავში

ყველა საკლუბო სივრცეს ლუქავენ - BASSIANI-ის დამფუძნებელი

ყველა საკლუბო სივრცეს ლუქავენ - BASSIANI-ის დამფუძნებელი
ყველა საკლუბო სივრცეს ლუქავენ - BASSIANI-ის დამფუძნებელი

ღამის კლუბ BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებით თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს ლუქავენ.

"ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია - ჩვენი განადგურება!" , - აღნიშნულ განცხადებას ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გუშინ საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ღამის კლუბები იმ დადგენილი პროტოკოლით გააგრძელებენ მუშაობას, რომელიც შესაბამის უწყებებთან შეათანხმეს.

მათი განცხადებით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, 22 დეკემბერს, 22-თვიანი ლოდინის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system