თავში

რა ხდება მესტიის გზაზე რომელიც კორონავირუსის გამო ჩაიკეტა - VIDEO

რა ხდება მესტიის გზაზე რომელიც კორონავირუსის გამო ჩაიკეტა - VIDEO
რა ხდება მესტიის გზაზე რომელიც კორონავირუსის გამო ჩაიკეტა  - VIDEO

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა იზღუდება.

როგორც Report.ge-ს ელისო გეგენავამ განუცხადა, ის მესტიაში დასასვენებლად მიდიოდა, თუმცა სამართალდამცველებმა გზა უკვე ჩაკეტეს.

"სვანეთში მივდიოდით დასასვენებლად, თუმცა შუა გზაში გავიგეთ რომ მესტია ჩაიკეტა. გამოვიარეთ ლატალი და მესტიის გზაზე დაგვხვდა ბლოკ-პოსტი. არავის უშვებენ მესტიისკენ. ასე რომ ვბრუნდებით უკან",- აცხადებს ელისო გეგენავა.

შეგახსენებთ, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა იზღუდება.

ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system