თავში

რა შემთხვევაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში - მინისტრის განცხადება

რა შემთხვევაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში - მინისტრის განცხადება
რა შემთხვევაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში - მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. 

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე მსგავსი საჭიროება არ არსებობს.

"დავინტერესდი ამ მონაცემებით და იმ პაციენტებით, რომლებიც გადაყვანილები არიან სხვადასხვა კლინიკებში სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ეს იყო სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა. თუ პაციენტ სააკაშვილსაც დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა და იქნება სამედიცინო ჩვენება, რა თქმა უნდა, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ. 

ამ ეტაპისთვის მას არ აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ გადაყვანილი იყოს სხვა კლინიკაში. არანაირად არ ხდება აქ იძულებითი წესით, პაციენტის განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში, უბრალოდ, ეს საავადმყოფო, მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს და მხოლოდ ეს არის დღეს მსჯელობის საგანი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system