თავში

რა თანმიმდევრობით მოიხსნება შეზღუდვები

რა თანმიმდევრობით მოიხსნება შეზღუდვები
რა თანმიმდევრობით მოიხსნება შეზღუდვები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების მოხსნა ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება. პრემიერ-მინისტრ გახარიას თქმით, ეს მოხდება ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და იმ დაშვებით, რომ შესაძლოა შეზღუდვები ძალაში დარჩეს, თუ არ იქნება დაცული ჯანდაცვის უწყებების გამოცემული რეკომენდაციები, ასევე, თუ ახალი კორონავირუსი გავრცელდება.

შეზღუდვების მოხსნის განრიგი:

ორშაბათიდან, 27 აპრილიდან მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგება.

2 კვირის შემდეგ, დაახლოებით 10 მაისიდან აღდგება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობები, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი და სარეკრეაციო სივრცეების ფუნქციონირება.

სავარაუდოდ 24 მაისიდან გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩებიდან.

შეზღუდვების მოხსნის მე-4 ეტაპზე, დაახლოებით 9-10 ივნისიდან გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები, კვების ობიექტები, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მე-5 ეტაპზე, დაახლოებით 25 ივნისიდან გაიხსნება ბაზრები, ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორნები.

მე-6 ეტაპზე, ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები, კაზინოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვა ტიპის საქმიანობები არადისტანციურ რეჟიმში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system