თავში

რა უნდა გაკეთდეს შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რა უნდა გაკეთდეს შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რა უნდა გაკეთდეს შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

იმისათვის, რომ ქვეყანაში შეზღუდვები არ დაწესდეს მნიშვნელოვანია მასობრივი ვაქცინაციის დაწყება, პირბადეების ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, - ამის შესახებ Report.ge-ს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

ცერცვაძის თქმით, ადამიანებს ნორმალური ცხოვრება მოენატრათ და მორიგი შეზღუდვების დაწესება ძალიან გაუჭირდებათ, რასაც ხელისუფლებაც ითვალისწინებს. 

"ჯერჯერობით აკვირდებიან ეპიდვითარებას და შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ, გარდა რამდენიმე წერტილოვანი შეზღუდვისა. ძირითად შეზღუდვებზე დაბრუნება ჯერ არ განიხილება, ჯერ დააკვირდებიან როგორ წავა ინფიცირების დინამიკა, თუ მზარდი იქნება მერე, ალბათ, დაილაპარაკებენ ამ საკითხზე. 

შეზღუდვები რომ არ დაწესდეს, ამისათვის საჭიროა ერთი რამ, რასაც ჩვენი მოსახლეობა სამწუხაროდ არ აკეთებს. ეს არის, მასობრივი ვაქცინაცია, რომლის მაჩვენებელიც ხვალიდან უნდა გაიზარდოს. 

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი დღეს არის, პირბადეების მასობრივი ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, თუ გვინდა, რომ შეზღუდვები თავიდან ავიცილოთ. 

ადამიანებს მოენატრათ ნორმალური ცხოვრება და გაუჭირდებათ შეზღუდვები ძალიან, რასაც მთავრობაც ითვალისწინებს. რაც შეეხება მესამე ტალღას, ჯერ დაწყებული არ არის, მაგრამ მესამე ტალღის მოახლოვების ნიშნები არის", - განუცხადა Report.ge-ს თენგიზ ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system